Pages

Wednesday, April 23, 2014

,,ინტელის'' ტრენინგის ამსახველი ფოტო მასალა და რეფლექსიები, დანარჩენი იხილეთ ჩემს პორტფოლიოში














 
წარმატებული მასწავლებლის როლი ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბებაში

წარმატებულ მასწავლებლად გახდომისათვის ბევრი შრომა და ძალისხმევაა საჭირო. პროფესიული თვალსაზრისით მასწავლებელი ყოველდღიურად უნდა იზრდებოდეს. საინტერესოა, როგორი მასწავლებლები მოსწონთ ხშირად მოსწავლეებს. ერთი მარტივი კრიტერიუმით შეიძლებოდა განგვესაზღვრა მასწავლებლის წარმატებულობა. როგორია ბავშვის თვალით დანახული მასწავლებელი?
მასწავლებლის შეფასების საუკეთესო ვარიანტი პატარების მიერ დანახული კარგი-ცუდის პრინციპია. როგორც წესი, ლამაზი მასწავლებელი მათთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მაგრამ მაღალი კლასების მოსწავლენი მასწავლებლის სიკარგეს მისი პროფესიონალიზმისა და მოსწავლეებთან დამოკიდებულებით განსაზღვრავენ.
"მასწავლებელმა, უპირველეს ყოვლისა, მოზარდის სიყვარული უნდა დაიმსახუროს და გასაღებიც მის ხელში იქნება.. მაგრამ სიყვარული რომ დავიმსახუროთ, ჯერ ჩვენ უნდა შევიყვაროთ ბავშვი ნამდვილი სიყვარულით. დიდებს უნდა ახსოვდეთ, რომ ბავშვის მოტყუება შეუძლებელია, იგი გაცილებით მეტს გრძნობს, ვიდრე ჩვენ გვგონია...(ილია II)
მოსწავლეებსა და მასწავლებელს საკმაოდ დიდი დროის მანძილზე უწევთ ურთიერთობა. ამიტომ მასწავლებელი უნდა იყოს ერთგვარი მოდელი იმისა, რასაც მოითხოვს მოსწავლეებისაგან. დავიწყოთ მასწავლებლის როგორც პროფესიონალის შეფასება.
როცა მასწავლებელი თავისი საგნის პროფესიონალია, ეს ერთგვარად არის მისაბაძი მოსწავლეთათვის, ეს არის საუკეთესო საშუალება საგნის სიღრმისეულად სწავლებისა, მაგრამ ამასთან, იკვეთება მეორე უმნიშვნელოვანესი საკითხი. ვიდრე უშუალოდ საგნის პროფესიონალიზმზე ვისაუბრებდეთ, განვიხილოთ  როგორ ხდება მოსწავლეთა   მოტივაციის ამაღლება კონკრეტული საგნისადმი. ამ შემთხვევაში მასწავლებლის პიროვნული თვისებები თამაშობს უდიდეს როლს. ჰუმანურ, კეთილ, გულისხმიერი, სამართლიან და შრომისმოყვარე მასწავლებელსნ  შეუძლია უდიდესი წვლილის შეტანა  მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში, რამეთუ აღზრდის მთავარ მიზანსაც  სწორედ ეს წარმოადგენს. ამგვარად, წარმატებული მასწავლებლის მიერ მოსწავლის ნამდვილ პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში მასწავლებლის მაღალპროფესიონალიზმი და კარგი პიროვნული თვისებები ურთიერთპროპორციულია 












მეცხრე დღის რეფლექსია დღეს ჩვენ ვიმუშავეთ მოდული 7. ფასილიტაცია ტექნოლოგიებით, განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი,ასევე ძალიან საინტერესო იყო საკუთარ პორტფოლიოში სხვადასხვა მასალების განლაგება, მე ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით

Wednesday, April 16, 2014

                                                     მერვე დღის რეფლექსია



დღევანდელი დღე განსაკუთრებით საინტერესო იყო,რადგან მე დღეს დამოუკიდებლად შევქმენი საკუთარი გლოგი, ვისწავლე როგორ განვათავსო სხვადასხვა დოკუმენტაცია,სურათები და სხვა, აგრეთვე  ვისწავლე მოსწავლეთა საჭიროებების სქემების  შედგენა და განთავსება.

Monday, April 14, 2014




                                  მეშვიდე დღის რეფლექსია


დღეს ჩვენ განვიხილეთ მოდული5.,, მოსწავლეთა პროექტების შეფასება",აგრეთვე განვიხილეთ სხვადასხვა პროექტის გეგმები,მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში,პირადად ჩემთვის ეს დღე და ყოველი დღე არის დატვირთული და საინტერესო, რადგან ყოველ მეცადინეობაზე ვსწავლობ ახალს, რაც სასწავლო პროცესში წამადგება

Wednesday, April 9, 2014

                                                          მეექვსე დღის რეფლექსია



           ძალიან საინტერესო და დატვირთული იყო ჩემთვის დღევანდელი დღე, ვისწავლე საკუთარი პრეზენტაციების განთავსება ინტერნეტ სივრცეში, სოციალურ ქსელიდან ვიდეოების გადმოწერა და განთავსება.  

Monday, April 7, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იყო, დღეს ჩვენ გავეცანით პორტფოლიოს პრეზენტაციის განხილვა წყვილებში სლაიდების შექმნა სტანდარტებისა და 21 საუკუნის უნარ-ჩვევების გათვალისწინებით

Wednesday, April 2, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია მეოთხე დღე ჩემთვის ძალიან დატვირთული იყო, ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაში შეფასების სქემების მიხედვით კრიტერიუმების განსაზღვრა, აგრეთვე, სლაიდ- შოუს აწყობა, ვიდეო და სურეთების განლაგება ფაილებზე,ვისწავლე ისეთი საკითხები რაც ჩემთვის უცნობი იყო.მე დღეს კმაყოფილი ვარ ჩემი ნამუშევრით

Monday, March 31, 2014

მესამე დღის რეფლექსია დღევანდელი დღე დატვირთული იყო იმ, დღეს ჩვენ შევისწავლეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვა,ეროვნული სასწავლო გეგმის გაცნობა საგნების მიხედვით, სტანდარტებისა და კრიტერიუმების შესაბამისობის გათვალისწინება დაგეგმვარების დროს,მიმართულების მიმცები საკვანძო კითხვების ფორმულირება, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას. ასევე ზოგადი, შინაარსობრივი და თემატური კითხვების გააზრება.

Wednesday, March 26, 2014

მეორე დღის რეფლექსია დღევანდელი დღე ძალიან დატვირთული და საინტერესო იყო,გავეცანით სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას, სხვადასხვა სახის შაბლონების დამზადება და გამოყენება სასწავლო პროცესში. გავეცანი აგრეთვე პროექტზე დაფუძნებული ეფექტური გაკვეთილის მახასიათებლე ბდა ჩეკლისტებს.